თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე, რომელიც ამავდროულად ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრია, ისნის რაიონში მდებარე გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, სკოლამ არსებობა 1906 წლიდან დაიწყო და უდიდესი ისტორიის მატარებელია. 100 წელზე მეტია, რაც ბავშვების აღზრდას ემსახურება და ჩვენს ქვეყანას უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა აღუზარდა.
„დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ყველა პირველკლასელს გადაეცა ახალი ბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები. ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს! ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთა როლი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ხიდაშელის განმარტებით, სკოლაში 1600-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლა ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულია, ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი, გაკეთდა ახალი სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – მოწყობილია მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო ოთახი.
77-ე სკოლა 1991 წლიდან გადაკეთდა მე-5 გიმნაზიად, ხოლო 2005 წლიდან მან საბოლოოდ დაიბრუნა გრიგოლ კობახიძის სახელობის №77 საჯარო სკოლის სახელი.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023