თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონის მე-5 ოლქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის, კანდელაკის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ ქალაქის მერთან კახი კალაძესთან ერთად დაათვალიერა.
კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს.
მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება.
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც აღნიშნულა ქუჩა 3 თვით გადაიკეტება. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით დედაქალაქის მცხოვრებლებს. სასიხარულოა, რომ დედაქალაქს და კერძოდ, საბურთალოს სულ მალე კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატება“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024