თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „გაამწვანე ვარკეთილი“ ფარგლებში მორიგი აქცია გაიმართა.
დღევანდელ აქციაზე, ვარკეთილი 3-ში, მე-4 მ/რ-ში, 425-ე კორპუსთან მდებარე ფეხბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ძირი კედარის ხე დაირგო.
მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის განცხადებით, აქცია კომპანია „ლილო მოლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
„დღევანდელი აქციით, ვარკეთილის 3-ში, მეოთხე მიკრორაიონში მდებარე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მწვანდება. აღნიშნულ ღონისძიებას კომპანია „ლილო მოლის“ წარმომადგენლებთან ერთად ვატარებთ.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ ინტენსიური ტემპებით გრძელდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვარკეთილში სულ უფრო მეტი ლოკაცია გამწვანებული და კეთილმოწყობილი იქნება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აქციას თბილისის საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი, კომპანია „ლილო მოლის“ დამფუძნებელი გია ანდღულაძე და გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024