თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით და "ტერაბანკის" მხარდაჭერით, სამგორის რაიონში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა.
კამპანიის "გაამწვანე სამგორი" ფარგლებში, ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ-ში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 ძირი ამერიკული ნეკერჩხალი დაირგო.
ახალი ნარგავების მოვლა-პატრონობასაც შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა "ტერაბანკის" წარმომადგენლებმა და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს.
გამწვანების აქცია სამგორის რაიონში კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.