თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის, ინიციატივით და დეველოპერული კომპანია X2-ის მხარდაჭერით, სამგორის რაიონში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა.
კამპანიის „გაამწვანე სამგორი“ ფარგლებში ვარკეთილი 3-ის მე-3 მ/რ-ში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 ძირი ნეკერჩხალი დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა დეველოპერული კომპანია X2-ის დირექტორმა ვალერიან კირკიტაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ნარგავების მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
გამწვანების აქცია სამგორის რაიონში კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.