თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის, მე-2 მ/რ-ში მდებარე 166-ე ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ძირი ფიჭვის, ნეკერჩხლის და ტირიფის ხეები დაირგა. გამწვანების აქციაში კომპანია „gwp“-ი ჩაერთო, რომელმაც აღნიშნული აქციისთვის ნერგები შეიძინა.
როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, კამპანიის მიზანი, რაიონში რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მაჟორიტარმა დეპუტატმა კომპანია „gwp“-ის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის აქციები ვარკეთილში მომავალშიც გაგრძელდება.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახაბერ გულედანმა, პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი მოსიძემ და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024