თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ნინო ლაცაბიძის ხელშეწყობით და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციის ინიცატივით, მასშტაბური სპორტული აქტივობა, მარათონი -,,ვირბინოთ მომავლისკენ'' უკვე მეორედ გაიმართა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რაიონის ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ, რითაც მრავალი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი.
,,მარათონი ჩვენს რაიონში უკვე მეორედ ტარდება. განსაკუთრებით კი ის ფაქტი მახარებს, რომ წელს ახალგაზრდებმა ასეთი კარგი და მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების გამართვა დამოუკიდებლად შეძლეს’’,-განაცხადა დეპუტატმა.
მარათონში გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მარათონმა სტარტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან აიღო და დირსის უბანში დასრულდა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024