თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა, კახა ლაბუჩიძემ, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ასევე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან და ისნის რაიონის გამგებელთან ნიკა ელისაშვილთან ერთად, ახლად მოწყობილი მოედნები დაათვალიერა.
ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა მოაწყო.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 984 000 ლარი დაიხარჯა.
პადელი სპორტის ე.წ. საჩოგნო სახეობაა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი სპორტის ამ სახეობამ. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა პადელის ფედერაციაც.