თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში ორი ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
,,ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ჩვენს სამაჟორიტარო ოლქს ორი მრავალფუნქციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში არაერთი დასასვენებელი მწვანე სივრცე ჩნდება და მომავალშიც მოეწყობა,’’- განაცხადა ლევან დავითაშვილმა
ისნის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. რეკონსტრუქციის ფარგლებში სამგორის დასახლების N 30 - ე კორპუსისა და წულუკიძის მესამე შესახვევის N9 - N11 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდა, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო ზონები,ასევე საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა თანამედროვე საბაღე ფურნიტურა და განათების