დედაქალაქში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა და ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ისანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან და რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერეს.
საბავშვო ბაღი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება.
თამარ ტალიაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება და მომსახურების მდგრადი განვითარება, მომავალ თაობაზე ზრუნვას ემსახურება.
„ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ბაღის მშენებლობა ხსნის გადატვირთულობის პრობლემას და უფრო მეტ ბავშვს აძლევს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობას. ისნის რაიონი ამ მხრივ, მაღალმოთხოვნადია. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე მშენებლობა ამ პრობლემას გადაჭრის. გაუმჯობესებული სკოლამდელი აღზრდის სერვისით, 350-მდე ბავშვი ისარგებლებს და 77-მდე პერსონალი დასაქმდება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისში, 2019 წელს, 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, მოხდება 12 ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, ასევე, გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება 8 საბავშვო ბაღის შენობას.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023