თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ლევან დავითაშვილის, ამავე რაიონის დეპუტატის, პარლამენტის წევრის ირაკლი აბუსერიძის და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და მხარდაჭერით N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა.
,,დღეს, ჩვენს სამაჟორიტარო რაიონში, ჩვენი ერთობლივი ინიციატივით და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გავხსენით. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში განხორციელდა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მომავალი თაობა აღიზარდოს ჯანსაღ გარემოში. მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ყოველთვის მზად ვარ ხელი შევუწყო ისეთ ინოვაციურ პროექტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე."- განაცხადა ლევან დავითაშვილმა და პროექტის მხარდაჭერისთვის თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს მადლობა გადაუხადა.