07 დეკემბერი 2023
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გარე განათების ბოძებზე მძლავრი ნათების მქონე ეკონომიური LED სანათები დამონტაჟდა. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ლაბუჩიძემ, ამავე რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 212 ერთეულ LED სანათს დაამონტაჟებენ.
„გაბრიელ სალოსის გამზირზე გარე განათება ორმოც წელზე მეტია არ შეცვლილა. თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით სრულად განათდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები. გამზირზე გადაადგილება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისთვის უფრო უსაფრთხო გახდება“, - აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.
სამუშაო პროცესში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 70-მდე თანამშრომელი და ადგილზე მობილიზებულია 21 ერთეული სპეცმანქანა.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025