თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი ზარქუასთან და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ბექა დავითულიანთან ერთად, ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საკრებულოს წევრები ნავთლუღის VI შესახვევში ოთხი ახალი სკვერის მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, დაგეგმილ პროექტებში მოქალაქეების ჩართულობა მათი მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებას უზრუნველყოფს.
,,დღეს სკვერის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით და ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით, რათა კიდევ ერთხელ, მათთან ერთად განგვეხილა პროექტის დეტალები. მოქალაქეებთან კომუნიკაციის გზით, მათი ყველა საჭიროება თუ სურვილი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში გათვალისწინებულია“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ამ დროისთვის, სამი სკვერის მოწყობა მეექვსე შესახვევის N3, N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, N9, N11 და N13 კორპუსებთან სკვერი და მრავალფუნქციური სპორტული მოედანი კი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოეწყობა.
ოთხივე სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.