დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგს საბურთლოს რაიონის მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა მდინარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. მთლიანად გამოიცვალა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა 61 ერთეული LED სანათი.
პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „თი როუდი“ აწარმოებდა. რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ პეტრიწის ქუჩა გამწვანდა: ჯამში 513 ძირი, 7 სახეობის მერქნიანი მცენარე დაირგო, მათ შორის, 377 ძირი, 4 სახეობის ბუჩქი და 136 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, სამი სახეობის ხე. გარდა ამისა, იგეგმება ბალახის დათესვა ჰიდროთესვის პრინციპით.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024