14 აპრილს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, სამგორის N146 - ე საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მესამე მასივში არსებულმა შვიდივე საჯარო სკოლამ, ასევე კერძო სკოლა-ლიცეუმმა - „ოპიზა“ მიიღეს.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანი „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნება და იმ უნიკალური სწავლის მეთოდების აღდგენა იყო, რასაც გოგებაშვილისეული სწავლება ქვია.
სკოლის მოსწავლეემა სტუმრებს დედა ენის თემატიკაზე შექმნილი ლექსები, სიმღერები, სხვადასხვა მუსიკალური და სპორტული ნომრები წარუდგინეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე“ ბექა დავითულიანი, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024