თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარმა წევრმა გულია გოცირიძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან და გლდანის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ახლადაშენებული #102 საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერეს და სოციალური პროექტის ფარგლებში, საკვები პროდუქტების გაცემას დაესწრნენ.
კვების პროდუქტებს თბილისის 185 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 19 მარტის შემდეგ, მეთორმეტედ იღებენ და ჯამში 700 000-მდე პაკეტია გაცემული. ამჯერად კი, ბავშვებს ნობათთან ერთად საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.
სოციალური პროექტი პანდემიის პრევენციისათვის განსაზღვრული წესებისა და რეგულაციების ფარგლებში მიმდინარეობს. დაცულია როგორც ბაღის პერსონალის, ისე, მშობლების უსაფრთხოება.
102-ე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა, მაგრამ პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე კვირაში შეწყდა. საბავშვო ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად. დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ლიფტი შშმ პირთათვის და საევაკუაციო კიბეები ყველა სააღმზრდელო ჯგუფისთვის. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, თანამედროვე სათამაშო სივრცეებითა და მინიავტოქალაქით.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023