ნაძალადევის რაიონში თემქის ხევის ტერიტორიაზე ახალი პარკი გაშენდება. ზღვის უბნის ტერიტორიზე რეკრეაციული ზონა 4 ჰექტარზე მოეწყობა. ტერიტორიაზე ამჟამად წინასაპროექტო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა თამარ ტალიაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და პარლამენტის წევრმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერეს.
”ერთი წლის წინ ზღვისუბნელებს დავპირდით, რომ 11 ჰექტარ, ნაგავსაყრელად ქცეულ, თემქის ხევის პრობლემას მოვაგვარებდით. ეს იყო პრობლემა, რომელიც ამ უბანს და მის მცხოვრებლებს ყოველდღიურად უქმნიდა ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. დღეს ამ პრობლემის მოგვარება უკვე რეალობაა. დავიწყეთ სამუშაოები იმისთვის, რომ აქ გაშენდეს ზღვისუბნის პარკი რაც ნიშნავს: ჯანსაღ გარემოს, ახალ სამუშაო ადგილებს და ზღვისუბნის სრულიად ახალ სიცოცხლეს. მადლობას ვუხდი თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ასე გვერდში უდგას ზღვისუბნელებს“, - განაცხდა თამარ ტალიაშვილმა.
ამ დროისთვის თემქის ხევი დაფარულია ორმეტრიანი სიმაღლის ლელქაშით, სადაც ტოპოგეოდეზიური აგეგმის ჩატარება შეუძლებელია.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024