თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
როგორც თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ აღნიშნა, მის სამაჟორიტარო ოლქში უკრაინის დედაქალაქის სახელობის ქუჩა მდებარეობს, სადაც წლების მანძილზე უკრაინის დღეები იმართება.
,,განსაკუთრებულია ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა, რომელიც ტრადიციად ჩამოყალიბდა; უდიდეს პატივს ვცემთ ქვეყნის წარმომადგენლობას და მათი მასპინძლობით გამართულ დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრება სასიხარულოა. დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინელ ხალხთან მეგობრობის დღე აღინიშნება; მჭიდრო კავშირის ხაზგასასმელად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე კიევის ქუჩაზე, უკვე რამდენიმე წელია, რაც უკრაინის დღეებსაც აღვნიშნავთ. წარმატებას ვუსურვებ უკრაინას პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024