თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, თბილისის საკრებულოს წევრთან, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა აბულაძესთან, ერთად ჩუღურეთის რაიონში მდებარე N 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღსაზრდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია.
„მიმდინარე წელს რამდენიმე საბავშვო ბაღი გავხსენით, ასევე ახალ მშნებლობებსაც ჩავუყარეთ საფუძველი. თითეოული ბაღი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბავშვო ბაღების განახლებისა თუ მშნებელობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეონს და კვლავ გაგრძელდება. N2 საბავშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტებს. - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
აღსანიშნავია, რომ N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, ის მე-19 საუკუნეში არის აშენებული, რეაბილიტაციის შემდეგ მისი პირვანდელი სახე შენარჩუნდა. შენობას ასევე ჰქონდა მეორე ფლიგელი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა და მის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კორპუსი.
ბაგა-ბაღი ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამონტაჟებულია ელექტროპანდუსი და ლიფტები შშმ პირთათვის, გარდა ამისა, იგი სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. საბავშვო ბაღი ათ ჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 4 070 000 ლარია.
ახალად რეაბილიტირებული ბაგა ბაღის შენობა ასევე დაათვალიერეს პარლამენტის დეპუტატმა რიმა ბერაძემ და დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა გულედანმა.