თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ნაძალადევის 21-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან-კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.
თამარ ტალიაშვილის თქმით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა ხელისუფლების პრიორიტეტია.
“სკოლამდელი აღზრდის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება და მომსახურების მდგრადი განვითარება, მომავალ თაობაზე ზრუნვას ემსახურება, აღნიშნული ბაღის ერთი ფლიგელი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის რეაბილიტაციით დამატებით ათობით ოჯახი შეძლებს სკოლამდელი განათლების მომსახურების მიღებას”, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
21-ე ბაღის ავარიულ ფლიგელს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, დაემატა ღონისძიებების დარბაზი. ასევე, გაკეთდა ახალი სამზარეულო.
აღსანიშნავია, რომ გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისში კიდევ 9 ბაღში ტარდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024