25 იანვარი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე, თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი ბაბუხადიას შეხვდნენ და კომპანიის ობიექტების მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
როგორც შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ -მა თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული პრიორიტეტები განსაზღვროს.
თავის მხრივ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა „ჯივიპის“ რაიონების მიხედვით არსებული პრობლემები დეტალურად გააცნეს. საკრებულოს წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია თბილისის მოსახლეობამ მაღალი ხარისხის წყალმომარაგება მიიღოს.
დღესვე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ საკრებულოს წევრებთან თბილისში წყალარინებისა და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025