თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ ფარგლებში შედგა.
აღნიშნული პროექტი, რიმა ბერაძის ინიციატივით „თბილისის მეგობრობის სახლში“ უკვე ორ წელია ხორციელდება და ჯამში 300-მდე მსმენელს ითვლის. პროექტი არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლებას ისახავს მიზნად და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს ემსახურება. სხვადასხვა ასაკის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ კვალიფიციური პედაგოგებისგან ქართული ენა შეისწავლონ.
„ეროვნული უმცირესობები თბილისის მოსახლეობის 17%-ია. მათ ნაწილს ენობრივი ბარიერის პრობლემა ჯერ კიდევ აქვთ. ამიტომ, უკვე მეორე წელია შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, ქართული ენის სწავლების კურსებს ვახორციელებთ. მიხარია, რომ პროექტის სასწავლო ნაწილს ჟვანიას სახელობის სკოლა წარმართავს,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
პროექტის ფარგლებში, საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო და „თბილისის მეგობრობის სახლი“, ახალი სეზონის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ითანამშრომლებს, რომელიც სწავლების პროცესს წარმართავს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024