თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო წულაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც სამშენებლო კომპანია” ათორის“ თაღლითურ სქემაზე ისაუბრა.
„სამშენებლო კომპანია „ათორის“ თაღლითურ ქმედებას 300-მდე დაზარალებული ჰყავს. ეს არ გახლავთ სტანდარტული დაუმთავრებელი მშენებლობა. მოქალაქეებმა საკუთრებები იპოთეკით დატვირთეს, აიღეს სესხი და ფაქტობრივად, ჰაერი შეიძინეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობაზე არჩევნებამდეც ვიზრუნოთ და შედეგის დასაჩქარებლად არ ველოდოთ არჩევნების მოახლოებას.
დედაქალაქის მერიას და თბილისის საკრებულოს ვთავაზობთ, სამშენებლო კომპანია „ ათორის“ მიმდინარე აქტივებზე არსებულ მშენებლობებს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიენიჭოს და ამასთანავე, ჩვენ, პარტია ,,ანა დოლიძე ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა დაზარალებულთა ინტერესების დასაცავად, საინვესტიციო ჯგუფსა და მერიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა’’,-განაცხადა ნინო წულაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიასა და კომპანია „ ათორის“ მიერ დაზარალებულებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს შორის მოლაპარაკებები სამ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა, შედეგი ჯერ არ დამდგარა.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა აღნიშნა, ისინი თბილისის მერიასთან აქტიურად თანამშრომლობენ და ქალაქის მერი დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.