თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ , კრწანისის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ლევან ჯაფარიძესთან და ამავე რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად კრწანისის რაიონში მდებარე სოციალურად დაუცველთა სასადილო მოინახულეს.
საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები სასადილოს ყოველდღიურ მენიუს გაეცნენ, სამზარეულო და საკვების დამზადების პირობები დაათვალიერეს. ასევე სასადილოს თანამშრომლებს და ამ სერვისით მოსარგებლე მოქალაქეებს შეხვდნენ.
„ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და დაფინანსებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თბილისის ათივე რაიონში სოციალურად შეჭირვებული 39 ათასზე მეტი ბენეფიციარი ყოველდღიურად იღებს ცხელ სადილს. დღეს, კრწანისის რაიონში მდებარე სასადილო მოვინახულეთ და დავრწმუნდით ,რომ არსებული პირობები სტანდარტის ნორმებს ნამდვილად აკმაყოფილებს .“- აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.
კრწანისის რაიონში, უფასო სასადილო პროგრამით 3500 ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.