თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფთან’’ თანამშრომლობით და მერიის მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია „თბილისის ზღვისთვის’’ მესამედ იმართება.
ზღვისუბნის ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ზღვისუბნის მაჟორიტარის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა და მოხალისე ზღვისუბნელებმა მიიღეს. აქციას ასევე შეურთდა თბილისის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი.
თამარ ტალიაშვილის თქმით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„უკვე ტრადიციად დავამკვიდრეთ თბილისის ზღვის დასუფთავების აქცია. დღეს ერთობლივი მუშაობით ნაგვისა და ნარჩენებისგან გავასუფთავეთ სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომელიც თბილისის ტურისტული, რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი სივრცეა და ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მიხარია, რომ ჩვენს აქციას ამდენი ახალგაზრდა შემოუერთდა, იაქტიურეს სკოლებმაც, ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანი ძალებით თბილისის ზღვის უბანზე ზრუნვას!"- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024