თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი ზღვისუბანში მდებარე, 113-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ერთი წლის ანგარიშის საჯარო პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
თამარ ტალიაშვილმა ანგარიშის დასრულების შემდეგ, მშობლებსა და ბაღის ადმინისტრაციას მიმართა და ყურადღება გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა, რომლის პრიორიტეტიც თითოეული აღსაზრდელისა და მისი ოჯახის ინტერესების დაცვა, ბავშვისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნაა.
,,მიხარია, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ჩემი როგორც, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით დაინერგა თბილისის საბავშვო ბაღებში, სრულად არის განხორციელებული. თბილისის ბაღებში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ვამკვიდრებთ. ძალიან საინტერესო ფორმატია, ბაღების დირექტორები მუშაობის ერთი წლის ანგარიშებს წარადგენენ, რომელსაც აღსაზრდელების მშობლებიც ესწრებიან’,’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, მისი შუამდგომლობით, ზღვისუბანს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება, ხოლო განათლებისა სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა ზღვისუბნის N138 ავარიული სკოლის ნაცვლად ახალი შენობის მშენებლობის საკითხზე.
113-ე საბავშვო ბაგა-ბაღში 470-ზე მეტი აღსაზრდელი ირიცხება და 72 თანამშრომელია დასაქმებული. წლის განმავლობაში სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა შენობის ოთახები, ყველა ოთახს დაემატა ჰიგიენის ნივთების კარადები, გამწვანდა ეზო და მოეწყო საქვიშე. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ასევე სამომავლო გეგმებსა და იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც ბაღების ხელმძღვანელებისთვის პრიორიტეტულია. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა, როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო გეგმებზე.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსგავსი ფორმატის ანგარიშებს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი 1 მარტამდე წარუდგენს აღსაზრდელთა მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023