ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანს, 94 წლის ლილი რომანოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილესთან ნიკოლოზ კანდელაკთან ერთად მიულოცა.
,,მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, საქართველომ ფრონტზე ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურის გაწვევა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა, დაღუპულთა რაოდენობით, მეორე ადგილზე ვართ. ბევრი სახელოვანი და ბევრიც უსახელო გმირი გვყავს, რომელთა თავდადებაც დღემდე უცნობია. ცოტანი შემოგვრჩნენ ეს ადამიანები და თითოეული ჩვენგანის ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ და მოვეფეროთ მათ,"- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024