თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟრიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად, ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები დაათვალიერა.
ზღვისუბანში შიდაკვარტლური გზების მოწყობა გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ზღვისუბნის XI მიკრორაიონის II კვარტალში, N20-34 კორპუსების მიმდებარედ მოწესრიგდა, სადაც ბორდიური, ტროტუარი და 1 860 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო.
„შიდაკვარტლური გზების მოწესრიგება მნიშვნელოვანია, ვინაიდან საჯარო სივრცეების მოწყობით ოჯახების ყოველდღიურობა უმჯობესდება. ამ კონკრეტულ ეზოში ათეულობით მოქალაქეს წვიმიან ამინდში პრობლემები ექმნებოდა და მიხარია, რომ ეს საკითხი მოვაგვარეთ,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024