თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში მცხოვრები ავტოავარიის შედეგად დაზარალებული მოზარდი მოინახულა. 16 წლის ანა ქოგაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.
,,გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ანანოს სულის სიძლიერითა და მხნეობით. მისი მაგალითი, ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის სიყვარული აჩვენებს რომ, ადამიანს ყველა სირთულის გადალახვა შეუძლია. ასევე, არანაკლებ მისაბაძია ის მეგობრული თანადგომა, რომელსაც მისი მეზობლები, თანაკლასელები და უბნელები იჩენენ. ანანოს მალე გამოჯანმრთელობას და თანატოლების გვერდით დგომას ვუსურვებ,’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ანა ქოგაძე თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბენეფიციარია და თბილისის მერიიდან და ნაძალადევის გამგეობიდან შესაბამისი დახმარება გაეწია. ასევე, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციის ,,ბავშვები ბავშვებისთვის’’ ფარგლებში ფინანასური მხარდაჭერა გადაეცა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024