თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი კამპანიაში ,,აჩუქე წიგნი’’ ჩაერთო.
თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში მცხოვრები ათშვილიანი ბერიძეების ოჯახის ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელთან თიკა რუხაძესთან ერთად სასახლეში უმასპინძლა და საჩუქრად წიგნები გადასცა.
ბავშვებმა „გამოუცემელი წიგნების გამოფენა“ დაათვალიერეს და მათ საბავშვო მწერლებმა, ირმა მალაციძემ და ლელა ცუცქირიძემ თავიანთი შემოქმედებიდან ჯერ გამოუქვეყნებელი ლექსები წაუკითხეს. ასევე, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სასახლის შენობის ისტორიასა და ახლადგახსნილი სასახლის მუზეუმს გაეცნენ.
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა და 1995 წლიდან იუნესკოს მიერ მხარდაჭერილია. აღნიშნული თარიღი უკავშირდება შექსპირის, დე ლა ვეგას და სერვანტესის გარდაცვალების დღეს. ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნება, იმართება წიგნის ფესტივალები, გამოფენები და გაყიდვები.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024