თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარ დეპუტატთან თამარ ტალიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას „თემქის ხევის“ ადგილას პარკის მოსაწყობად განხორციელებული კვლევის შედეგები წარუდგინა. თამარ ტალიაშვილის თქმით, ,,საუკუნის პროექტი - ზღვისუბნის პარკი“ რადიკალურად შეცვლის ოლქის პოზიციონირებასა და სტატუსს.
„ეს პროექტი დასახლებას პრესტიჟულ, რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი მიზიდულობის ცენტრად აქცევს და რაც მთავარია, რაიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ძლიერი ლოკომოტივი გახდება.“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისივე თქმით, ზღვისუბნის პარკის სატენდერო დოკუმენტაცია, ამ ეტაპზე, დეტალური პროექტირებისთვის მზად არის და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
როგორც მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნახევარ საუკუნეზე მეტია ელოდებოდა ,,თემქის ხევის’’ პრობლემის მოგვარებას და „ზღვისუბნის პარკი“ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც მათ რაიონში განხორციელებულა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, ზღვისუბნის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს, თამარ ტალიაშვილმა გააჟღერა მისი სამაჟორიტარო ოლქისთვის ზღვისუბნის სახელის პოპულარიზაციის კამპანიის დაწყება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024