თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში ზღვისუბნის მე-11 მიკრო რაიონის მე-3 კვარტლის N47, 48, 49 კორპუსებში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამივე კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.
სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით და საკომუნიკაციო ქსელებით ზღვისუბნის 139 ოჯახი ისარგებლებს.