თბილისის საკრებულოში ზღვისუბნის (თემქის) მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი, ზღვისუბნის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზღვისუბნის მე-11 მ/რ-ის პირველ კვარტალში ჩატარდა საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე დაიგო გზა, ბორდიური და ტროტუარი.
დეპუტატის განცხადებით, ზღვისუბნის მე-4 მ/რ-ში, თანამედროვე სტანდარტის სპორტული მოედნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„ჩემთვის, როგორც საკრებულოს დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია ზღვისუბნის მოსახლეობის ყოველღიურ საჭიროებებზე ზრუნვა და მათი პრობლემების მოგვარება. ამ ადგილას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მიმდინარე წელს, ზღვისუბნის კიდევ ორი სტადიონს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024