თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი, ნიშნიანიძის ქუჩა N35-ში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე 2 400 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ეზოს კეთილმოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ამ მისამართზე 90 ოჯახი ცხოვრობს და კეთილმოწყობილი ეზოთი სარგებლობის შესაძლებლობა 10-მდე კორპუსს ექნება.
პროექტის ჯამური ღირებულება 160 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024