დღეს, თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ზღვისუბანში ახლადგახსნილ კლინიკა ,,ჯერარსს’’ ეწვია და მედპერსონალს გაეცნო.
,,სასიხარულოა, რომ ზღვისუბანში ახალი კლინიკა გაიხსნა, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ახალი კლინიკის გახსნა დამატებით სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს. ჩვენს მოსახლეობას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ახალ კლინიკას კი წარმატებას’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მრავალპროფილური კლინიკა ,,ჯერარსი’’ დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024