თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით, ზღვისუბნის(თემქა) მე-3 მკ/რ-ში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. თამარ ტალიაშვილმა ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
“ახალი ბაღის მშენებლობა, პირველ რიგში, მოხსნის გადატვირთულობის პრობლემას და უფრო მეტ ბავშვს ექნება სკოლამდელი განათლების სერვისის სარგებლობის შესაძლებლობა. დიდი მადლობა ქალაქის მერს, კახა კალაძეს. ეს იქნება მეორე ახალი ბაღი ზღვისუბნისთვის, ორი წლის წინ ურეკის ქუჩაზე 113- ე ბაღი აშენდა,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
უახლოეს პერიოდში ბაღის შენობის პროექტი მომზადდება. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტებისაა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული იქნება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024