თბილისში სთრითარტ ფესტივალი ,,ნიკო’’ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ზღვისუბანში (თემქა) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 27 მეტრიანი კედელი იხატება. ფესტივალი მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ზღვისუბანი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით ჩაერთო.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ლოკაციის შერჩევასა და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში მისი წარმომადგენლობა აქტიურად იყო ჩართული.
,,სთრიტარტი არის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება, რომელიც ხელოვნებასა და ყოველდღიურობას აახლოვებს. ამას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის დიდი დატვირთვა გააჩნია; ასე რომ, პროექტი ,,ნიკო’’ არის ერთი მხრივ, მაღალი სოციალურ-კულტურული მნიშვნელობის მქონე და მეორე მხრივ, ხელოვნების შემოქმედებითი თავისუფლების განვითარების ასპარეზი, ’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის ირაკლი გვილავას თქმით, პროექტის მიზანია, უსახური კედლების გალამაზება, ხელოვნების ამ დარგის განვითარება, ასევე, ახალგაზრდა მხატვრებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად პროექტის აქტიური მხარდამჭერი გახდა კერძო სექტორიც. მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბით განვახორციელებთ აღნიშნულ ფესტივალს და კიდევ უფრო გავალამაზებთ ჩვენს ქალაქს", -განაცხადა ირაკლი გვილავამ.
ქუჩის ხელოვნების ფესტივალი, რომლის მიზანია თბილისის უსახური კედლების გალამაზება და ხელოვნების ამ დარგის განვითარება, დედაქალაქის კიდევ 7 ლოკაციაზე განხორციელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024