თბილისის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თემქის ხევის ადგილზე საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის თაობაზე იმსჯელეს. შეხვედრა თამარ ტალიაშვილის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, თბილისის გენ-გეგმის შემმუშავებელი კომპანიის „სიტი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, მერაბ ბოლქვაძემ და შპს „გამა კონსალტინგის“ დირექტორმა, ზურაბ მგალობლიშვილმა მიიღეს.
შეხვედრაზე შპს „გამა კონსალტინგის“ დირექტორმა, ზურაბ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ თემქის ხევში გაწმენდითი სამუშაოები სრულდება და იწყება ტოპოგრაფიული გადაღება და კვლევა გეოლოგების, ბოტანიკოსების და ზოოლოგების ჩართულობით. კვლევის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სადრენაჟო-საკანალიზაციო სისტემების შესწავლა და ანალიზი. აღნიშნული კვლევა 2019 წლის თებერვალში დასრულდება და მისი შედეგები, საფუძვლად დაედება ზღვისუბნის პარკის პროექტს.
„სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლის, მერაბ ბოლქვაძის თქმით, მსგავსი მასშტაბური და საქალაქო მნიშვნელობის მშენებლობა ბოლო 60 წლის განმავლობაში რეგიონში არ ჩატარებულა.
„საქალაქო მნიშვნელობის პარკის მშენებლობა ზღვისუბანში არის რაიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, ზღვისუბნის დასახლების პრესტიჟულ, სიცოცხლით სავსე უბნად გარდაქმნის რეალური პერსპექტივა,“ - განაცხადა თამარ ტალიაშილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში, დიღმის ჭალების ტერიტორიასა და ე.წ. თექმის ხევში, ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა დაანონსა, რის ფარგლებშიც საპროექტო-კვლევითი სამუშაოები ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024