თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ზღვისუბნის მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
ზღვისუბანში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვეტერანებს საშუალება აქვთ მრავალპროფილურ კლინიკა “ვივამედში” თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედიკოსებით დაკომპლექტებული მომსახურება მიიღონ.
მოქალაქეებს უტარდებათ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო კვლევები, მათ კონსულტაციას უწევენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი.
აქციის მონაწილეებს კლინიკა სთავაზობს შემდეგ კვლევებს: ექოსკოპია, რენტგენი და კარდიოგრამა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, უფასო ამბულატორიული მკურნალობა უტარდებათ.
ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა თანამშროლობისა და სამედიცინო კლინიკა ,,ვივამედს’’ და ორგანიზაციას „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„ეს დიდი მხარდაჭერაა ჩემი სამაჟორიტაროს, ზღვისუბნის (თემქა) მოქალაქეებისათვის. მსგავსი ხასიათის აქციებს მანამდეც ვატარებდით და ახლა კიდევ უფრო ფართო მასშტაბითა და მრავალპროფილური მომსახურებით ვაგრძელებთ“, -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024