13 იანვარი 2020
ზღვისუბანში, მაჟორიტარი დეპუატატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები და თბილისის მერიის ,,ბიგ ბენდი’’ მონაწილეობდა.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მაია ბარათაშვილი, თემო საჯაია, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, ვასილ დოლიძე.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო განწყობა ცენტრის მსგავსად თბილისის გარეუბნებშიც იგრძნობოდეს.
,,საახალწლო განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კონცერტის ჩატარება, როგორიც ზღვისუბანში ჩატარდა. რეპერტუარი ძალიან საინტერესოა და მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა, ერთად მოვუსმინეთ გემოვნებიან მუსიკას და კიდევ ერთხელ მივულოცეთ ერთმანეთს 2020 წელი’’. - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონცერტს თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე, მერიისა და ნაძალადების რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.