ზღვისუბანში (თემქა) ახლადაღდგენილ სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომის ახალგაზრდა გმირის, ლევან შათირიშვილის სახელი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით დაერქვა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ლევან შათირიშვილი 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ კი, სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისთვის მას ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.
"ლევანი ამ უბანში იზრდებოდა და მისი სახელის მინიჭების თხოვნით მისმა დედამ, ქალბატონმა ნაილი შათირიშვილმა მომმართა. მიმაჩნია, ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ გმირების ამაგის დასაფასებლად. მადლობას ვუხდი ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ჩემს წარმომადგენლობას ზღვისუბანში, სახელდების კომისიას, ჩემს კოლეგებს, საკრებულოს დეპუტატებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მხარდაჭერისათვის’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024