ზღვისუბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე წელს, 12 კორპუსი გადაიხურა და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. დასრულებული სამუშაოები ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თამარ ტალიაშვილის თქმით, მოსახლეობა კმაყოფილია, რადგან დაზიანებული სახურავი მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
,,ზღვისუბანში ვაგრძელებთ კეთილმოწყობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რათა მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და სურვილი შესრულდეს, ქალაქი დამშვენდეს, გახდეს მეტად მიმზიდველი, თანამედროვე და კომფორტული. წელსაც, მერიასთან და გამგეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზღვისუბანში მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. 2020 წლიდან, თბილისის რეკორდული ბიუჯეტით უფრო მეტ ადამიანს გადავუჭრით ცხოვრებისეულ პრობლემებს.’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024