თბილისში, ზღვისუბნის (თემქა) მე-3 მ.რ მე-2 კვარტალში, N30 კორპუსის მიმდებარედ საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო. ახალი სკვერი თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.
თამარ ტალიაშვილის განცახდებით, ზღვიუბანში წელს ოთხი ახალი სკვერი და გასართობი მოედანი მოეწყო.
,,ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე მოვაწყოთ. ზღვისუბანში (თემქა) არაერთი გამწვანებული ტერიტორია გვაქვს, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობაც ეტაპობრივად მოხდება,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა სათამაშო გასართობი ატრაქციონი, ორი ჩამოსასრიალებლით, ასევე, მოეწყო სტანდარტული ორი საქანელა და შშმ პირთათვის ადაპტირებული ატრაქციონი, სიმაღლის საზომი მორი ნიშნულით, სკამები და სანაგვე ურნები. ყველა ატრაქციონი და საქანელა ხის მასალისგან არის დამზადებული.
სამუშაოების ღირებულებამ 18 834 ლარი შეადგინა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024