თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში მოძრავი N75 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ახალი, ევროსტანდარტებისა და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით ჩანაცვლდა. ახალი ავტობუსები მგზავრებს ზღვისუბნის მე-3 მიკრო რაიონიდან სარაჯიშვილის მეტრომდე გადაიყვანს.
ახალი ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი მოსახლეობასთან ერთად, გაეცნო.
„განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზომი იმისა, თუ რამდენად არის განვითარებული ესა თუ ის ქალაქი. თბილისი არის რეგიონის გამორჩეული ქალაქი და ჩვენთვის წარმატებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება პრიორიტეტულია. განსაკუთრებით მახარებს, რომ ზღვისუბანში უკვე მეორე ხაზზე ჩანაცვლდა ავტობუსები და ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ზღვისუბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლების ფარგლებში, N95 ავტობუსი უკვე ემსახურება მგზავრებს მუხიანიდან ზღვისუბნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
დამატებით 220 ერთეული ახალი ავტობუსი თბილისში მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შემოვიდა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, euro6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს. ავტობუსები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებულია.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024