21 ივნისს ზღვისუბნის მოსახლეობისთვის ფესტივალი ,,თბილსის ცის ქვეშ’’ გაიმართა, სადაც მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა თავის ბენდთან ერთად იმღერა.
კონცერტის გარდა, ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები, სხვადასხვა შოუ პროგრამები და საგამოფენო სივრცეები დახვდათ. ფესტივალი ,,თბილისის ცის ქვეშ'' თბილისის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.
თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის თქმით, კახა კალაძის მერობის პერიოდში თბილისის გარეუბნები გამოცოცხლდა.
,,2017 წელს კახი კალაძესთან ერთან შევპირდით ზღვისუბნელებს, რომ მრავალფეროვანი კულტურული და ახალგაზრდული აქტივობებით გამოვაცოცხლებდით რაიონს. მართლაც, ამ ორი წლის მანძილზე აქ, ზღვისუბანში (თემქა), ჩავატარეთ არაერთი ღონისძიება, მათ შორის, საახალწლო კონცერტი ,,თბილსის ბიგ-ბენდის’’ მონაწილეობით, ბავშვთა დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბოლო ზარის საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ და ,,ჩვენი ეზოს თამაშები’’. ადგილობრივები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზღვისუბანმა ახალი სიცოცხლე შეიძინა,’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ზღვისუბნის განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ახალი რეკრეაციული ზონის- ზღვისუბნის პარკის მშენებლობა. თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, პარკს „ზღვისუბნის პარკი“ ეწოდება და ის სამომავლოდ დასახლებისთვის ძველი სახელწოდების „თემქა“ შეცვლას და უბნის ახალი სახელით მოხსენიებას შეუწყობს ხელს.
გუშინ გამართულ ღონისძიებას პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია, თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024