თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქის) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კომპანია “უნივერსამის” მიერ გამართული ერთობლივი აქციით, ზღვისუბანში შეჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები გადაეცათ.
აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად დაურიგდათ და ეტაპობრივი გადაცემა კვლავ მიმდინარეობს.
ვაუჩერები უკვე გადაეცა ზღვისუბანში მდებარე მოხუცთა თავშესაფარსაც.
თამარ ტალიაშვილი აქტიურად არის ჩართული თბილისის საკრებულოს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში, როგორც მარტოხელა მოხუცებისთვის, ისე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნივთების გადაცემის პროცესში.