თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა ამავე რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ზღვისუბანში სრულად რეაბილიტირებული მინი-სტადიონი დაათვალიერა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, წელს ზღვისუბანში უკვე 2 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და პროექტები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშესაწყობად ხორციელდება.
,,სპორტული მოედნების მოწესრიგებას აქტიურად ვაგრძელებთ. სპორტული აქტივობების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვცდილობთ, ყველა დასახლებას ჰქონდეს კეთილმოწყობილი სპორტული სივრცეები,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ზღვისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალში არსებულ მინი სტადიონს, რომლის ფართობი 520 კვ.მ-ია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, მოედანზე ახალი მავთულბადეები და ფეხბურთის კარები დამონტაჟდა, ასევე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი.
თამარ ტალიაშვილის თქმით, 2020 წლის ბოლომდე კიდევ ორი სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება.