თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ზღვისუბანში, მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსთან ახლადგახსნილი სპორტული მოედანი დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ზღვისუბანში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ეს კონკრეტული შემთხვევა არის რაიონის გამგებელს, მაჟორიტარსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის აქტიური თანამშრომლობის მაგალითი. სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქალაქის სწორი და მიზანმიმართული განვითარება. ამ ადგილას, თვეების წინ მხოლოდ გაფუჭებული ასფალტი იყო და დღეს უკვე კეთილმოწყობილი სპორტული მოედანია, ’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ზღვისუბანში, 2019 წელს 5 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. სტადიონებზე დამონტაჟდა კალათბურთისა და ფეხბურთის ფარები, ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო და გარე განათების ქსელები მოეწყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024