თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობითა და თბილისის მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, ზღვისუბანში (თემქა) თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი გაიმართა.
„ზღვისუბნის კულტურული და სპორტული აქტივობებით გაცოცხლება ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დასახლებას წლების განმავლობაში არ უმასპინძლია მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებისთვის. მიხარია, რომ ამ კონცერტით მოსახლეობას წინასაახალწლო განწყობა შევუქმენით“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატმა კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თბილისის ბიგ-ბენდის ხელმძვანელს, გაიოზ კანდელაკს.
საახალწლო კონცერტი თბილისის ზღვისუბნის N18 სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს და მსმენლის წინაშე მუსიკალური კომპოზიციით წარსდგნენ. კონცერტში მონაწილეობა ბიგ-ბენდის სოლისტებმა მაია ბარათაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, ნინი გველესიანმა, ზაურ შავგულიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, ვასილ დოლიძემ და თემო საჯაიამ მიიღეს.
კონცერტს ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე მაკო ნასრაშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024