თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა ) მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ახალი სპორტული მოედანი ერთად მოინახულა.
ტერიტორიაზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთის კარები და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ის ასახულია როგორც ბიუჯეტში, ისე, გამგეობისა და რაიონის მაჟორიტარის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდების ჯანსაღი განვითარებისათვის და ასევე დასასვენებელი სივრცე უმნიშვნელოვანესია საზოგადოების შეკავშირებისათვის. მსგავსი ლოკაციები ბუნებრივად ხდება სხვადასხვა ინიციატივების გენერატორი; გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციური დატვირთვისა,- საზოგადოების სოციალიზაციის ხელშემწყობი, სამოქალაქო აქტივობის, კონსოლიდაციის წინაპირობა. დასავლეთის წარმატებული ქვეყნები და ქალაქები ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა’’. -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა თბილისის მერიასა და ნაძალადევის გამგეობას გაწეული სამუშაოსთვის.
ახალი სტადიონი IV მიკრორაიონის N6-7 კორპუსების მიმდებარედ მოეწყო.
ზღვისუბანში დღემდე რეაბილიტაცია 10 ახალ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა. წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ორი ახალი სპორტული მოედნის მოწყობა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024